თანამშრომლების მიღების წესი

 

 

თანამშრომლების დასაქმება ხდება გარკვეული წესებისა და პროცედურების მიხედვით, რომლის მიზანია  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, საშემსრულებლო და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. სკოლაში ახალი თანამშრომლის აყვანის პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

 

1. სკოლაში თანამშრომლების მიღება/ შევსება ხდება კონკურსის წესით. განცხადებების მიცემა ვაკანსიების შესახებ ხდება საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, განცხადებები უნივერსიტეტებში).

 

2. სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველები გადიან პირველად რეგისტრაციას. კანცელარია იღებს მათ პირად განცხადებებს და საჭირო დოკუმენტაციას, კერძოდ,განცხადება, CV , დიპლომის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, მასწავლებლის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქსეროასლი. გააცნობს მათ სამუშაო პირობებს, სავარაუდო ხელფასს და აცნობებს ტესტის ჩატარების თარიღს და დროს. კანდიდატებისათვის არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. მუშაობის მსურველები ტესტირების დღეს წარმოადგენენ პირადობის მოწმობას, რომლის გარეშეც ისინი გამოცდაზე (ტესტზე) არ დაიშვებიან.

 

3. კანდიდატების პირველადი შერჩევა ხდება ტესტირების საშუალებით. ტესტირება ტარდება წინასწარ დადგენილ დღეს. ტესტი  1 ნაწილისაგან შედგება და საერთო ქულა შეადგენს 50: მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია. ტესტირება წარმატებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს 30 ქულას და მეტს.

4. ტესტირების ჩატარების შემდეგ ხდება კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, ვინც ტესტირებისას დააგროვებს ქულათა გადასალახ რაოდენობაზე მეტს. გასაუბრებისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: მეტყველება, კომუნიკაბელურობა, სამუშაო გამოცდილება, მოტივაცია, პასუხისმგებლობის დონე, პრობლემურ სიტუაციებში მუშაობისათვის მზადყოფნა.

4 1. ადმინისტრაციის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის შერჩევისას კანდიდატები გადიან მხოლოდ გასაუბრებას.

 

საგამოცდო კომისია

1.საგამოცდო კომისიაში შედიან: დირექტორი, შესაბამისი საგნის კათედრის ხელმძღვანელი.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

 

ტრეინინგი და მასწავლებელთა მომზადება/გადამზადება

 

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ თანამშრომელი ვალდებულია დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურს.

მიღების წესი

სამსახურში მიღებისას ადმინისტრაცია:

ა) უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) ვალდებულია გააცნოს კანდიდატს:

ბ.ა.) მისი უფლება-მოვალეობები;

ბ.ბ.) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ბ.გ.) სკოლის  შინაგანაწესი.

 

 

წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი

 

1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეობები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა.

2. შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების ორივე ფორმა.

3. თანამშრომლის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

დ) შინაგანაწესის შეუსრულებლობა.

4. დისციპლინის დარღვევისათვის გამოიყენება პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სამსახურიდან დათხოვნა (საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად).

5. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის დამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი სახე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

შევჩენკოს ქ. N 5

მდივანი: 2 990304

კანცელარია: 2 990304

web: schoolphoenixgeorgia.com

E-mail: info@schoolphoenixgeorgia.com

 

Copyright ©2016. www.schoolphoenixgeorgia.com, Tbilisi, Georgia