სკოლა „ფენიქსის” მისიაა:

 

  აღზარდოს  თავისუფალი,  ეროვნული  და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების  მქონე  პიროვნება,  რომელსაც  ექნება განვითარებული გონებრივი  და ფიზიკური  უნარ-ჩვევები,  დემოკრატიულ  ღირებულებებზე დაფუძნებული  სამოქალაქო  ცნობიერება  და  პასუხისმგებლობა  ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

   ჩაუნერგოს სიყვარული, კეთილგანწყობა  გარშემომყოფთა  მიმართ  და სურვილი,  მონაწილეობა  მიიღოს  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში, უპირატესობა მიანიჭოს მარადიულ ღირებულებებს: ურთიერთპატივისცემას, თანაგრძნობას, უანგარობას და პატიოსნებას.

   მისცეს მოსწავლეებს ისეთი ფუნდამენტური  ცოდნა, რომელიც ეფუძნება ევროპული და ტრადიციული სწავლების მეთოდებს და შესაბამება ცივილიზებულ მსოფლიოში არსებულ მოთხოვნებს განათლების მიმართ,   განუვითაროს დამოუკიდებელი  მუშაობის,  საკუთარი  ძალების  რწმენისა და  თანამედროვე  სამყაროში  ადაპტაციისათვის საჭირო უნარები:  კრიტიკულად  მიუდგნენ  მიღებულ  ინფორმაციას,  ისწავლონ დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და გააკეთონ სწორი არჩევანი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

შევჩენკოს ქ. N 5

მდივანი: 2 990304

კანცელარია: 2 990304

web: schoolphoenixgeorgia.com

E-mail: info@schoolphoenixgeorgia.com

 

Copyright ©2016. www.schoolphoenixgeorgia.com, Tbilisi, Georgia