საკონტაქტო ინფორმაცია

 

შევჩენკოს ქ. N 5

მდივანი: 2 990304

კანცელარია: 2 990304

web: schoolphoenixgeorgia.com

E-mail: info@schoolphoenixgeorgia.com

 

შ.პ.ს.  კერძო ზოგადსაგანმაათლებლო  საშუალო სკოლა ,,ფენიქსი” მდებარეობს ქალაქ თბილისში, მთაწმინდაზე,  შევჩენკოს ქ.#5–ში.

 

დამფუძნებლები არიან:

 

რუსუდან ციციშვილი – ინგლისური ენის სპეციალისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სრული პროფესორი.

 

მარინე ხომერიკი – ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი.

 

ისინი 1993 წლიდან  დღემდე სათავეში უდგანან უცხო ენების სწავლების ცენტრს, რომელსაც თბილისში აქვს 5 ფილიალი;  ცენტრი  ახალგაზრდებს  უცხო ენების შესწავლასთან ერთად სთავაზობს ხელოვნების საკვირაო სკოლას, ახალგაზრდულ თეატრალურ სტუდიასა და სააბიტურო პროგრამებში მომზადებას . მას აქტიური ურთიერთობა აქვს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წამყვან სასწავლებლებთან.

 

სკოლის დირექტორია მამუკა გვაზავა – მათემატიკოსი. იგი მუშაობდა 187–ე ფიზიკა-მათემატიკურ და 61–ე სკოლებში დირექტორის მოადგილედ, 2004 წლიდან  კი  საბუნებისმეტყველო გიმნაზია ,,აიეტის“ დირექტორად.

 

სკოლამ ავტორიზაციის პროცესი გაიარა წარმატებით, განათლების სამინისტროსაგან მიიღო შესაბამისი ნებართვა ფუნქციონირების  შესახებ და 2011–2012 სასწავლო წელს დაიწყო მოსწავლეთა  მიღება.

 

 სკოლა მცირეკონტიგენტიანია და განლაგებულია ერთ სართულზე. კლასში არაუმეტეს 12 მოსწავლეა განსაზღვრული, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეულ მოსწავლესთან ვიმუშაოთ ინდივიდუალურად. სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ნათელი და თვალასაჩინოებებით გამდიდრებული საკლასო ოთახები, ვიდეოთვალით აღჭურვილი დერეფანი, გარე პერიმეტრის ვიდეო კონტროლი, რაც გვეხმარება  მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვაში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესასწავლად კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილია  სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი უახლესი და  მრავალფეროვანი  ინვენტარითა თუ  საცდელი ნიმუშებით, გვაქვს მდიდარი და მუდმივად მზარდი ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი.

 

სკოლაში განათლების სამივე საფეხურია: დაწყებითი (I-VI კლ), საბაზო (VII-IX კლ) და საშუალო (X-XII კლ). დაწყებითი საფეხურიდანვე გაძლიერებულად ისწავლება უცხოური ენები. სკოლა მოსწავლეებს სტანდარტზევით სთავაზობს ინგლისური ენის სწავლებას კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის (PET, FCE, CAE) მისაღები გამოცდებისთვის.  მაღალ კლასებში გაძლიერებული პროგრამებით ისწავლება ქართული ენა, მათემატიკა,  ბიოლოგია.

 

სკოლა „ფენიქსში“ ასწავლიან  მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლები;  გვემსახურება ფსიქოლოგი და პედიატრი. სკოლაში შექმნილია დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. ინოვაციური მეთოდების დანერგვითა და თვითშეფასებით სკოლაში მუდმივად მაღლდება სწავლა-სწავლების ხარისხი. დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. დაგეგმილია მოსწავლეთა თვითშეფასების ახალი სისტემის დანერგვა, ტარდება სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები; სკოლას მიზნად აქვს  ევროპის საუკეთესო სასწავლებლებთან შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და მოსწავლეთა გაცლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება. სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ფორმდება მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ სკოლასთან და სხვა წამყვან  სასწავლებლებთან.

 

მოსწავლეთა სულიერი აღზრდა ჩვენი სკოლის უმთავრესი პრიორიტეტია. დაგეგმილი გვაქვს შემეცნებითი ექსკურსიების, ექსპედიციების  ჩატარება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენი წარსულისა და აწმყოს შესასწავლად,   საქართველოს სიძველეთა მოსანახულებლად, ერთობლივი დასწრება სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებზე, ლაშქრობები და სხვა.

 

Copyright ©2016. www.schoolphoenixgeorgia.com, Tbilisi, Georgia