ჩვენს შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

შევჩენკოს ქ. N 5
მდივანი: 2 990304
კანცელარია: 2 990304
web.: schoolphoenixgeorgia.com
E-mail.: info@scoolphoenixgeorgia.com


  

სკოლა  “ფენიქსის“  მიზანი - დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. სკოლას მთავარი მისიაა შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).

სკოლა  “ფენიქსის“   ამოცანები -  განუხრელად იზრუნოს პედაგოგთა ხარისხობრივ ზრდაზე. იყოს კონკურენტუნარიანი. დადგენილ ვადებში მოიპოვოს სახელმწიფო სერთიფიცირება. შექმნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.


განსახორციელებელი ამოცანები და განხორციელების გზები:

 

I. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს ორგანიზება

 1.სკოლა  “ფენიქსის“   საკანონმდებლო ბაზის შექმნა
სკოლის სასწავლო გეგმა;
 სკოლის ბიუჯეტი;
 სკოლის შინაგანაწესის შემუშავება;
 ერთწლიანი და ექვსწლიანი სასწავლო გეგმის შედგენა;
 პედაგოგიური საბჭოს შექმნა;
 საგნობრივი კათედრების შექმნა;
 სადამრიგებლო პროგრამების ამოქმედება;
 გაკვეთილების ცხრილის შემუშავება;
 პედაგოგთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
 ხელშეკრულებების გაფორმება პედაგოგებთან;
 სკოლის საათობრივი ბადე.
2. მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი განათლების მიცემა
 სკოლის სასწავლო გეგმის შესაბამისობამისობაში მოყვანა ეროვნული სასწავლო გეგმასთან, მისი  დანერგვა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება;
 საგნობრივი სწავლების გაძლიერება მესამე საფეხურზე;
 XII კლასში სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის შედგენა, აბიტურის პროგრამის დანერგვა;
 სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
 უცხო ენების სწავლების გაძლიერება;
 გრიფირებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა.
3.  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
 პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება.
 საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია;
 კათედრების ფუნქციების გაძლიერება;
 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა;
 შიდა, რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა;
 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებელთა მუშაობის მუდმივი მონიტორინგი;
 საჩვენებელი გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ყველა საგანში;
  კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადების, შემეცნებით-სპორტული, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა;
 წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა;
 მოტივაციის სისტემის ამუშავება;
  კედლის გაზეთების, ხელნაწერი ჟურნალების გამოცემა;
 წარჩინებულ მოსწავლეთა კუთხის მოწყობა;
 სკოლებს შორის პარტნიორობა;
 ინკლუზიური განათლება.
4. სკოლა  “ფენიქსის“   მმართველობა
 მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება;
 მოსწავლეთა წრეების ჩამოყალიბება;
 პედსაბჭოს მუშაობის ეფექტური მუშაობა;
 საინფორმაციო დაფის მოწყობა;
5. უსაფრთხო, ორგანიზებული და კარგად დისციპლინირებული გარემოს შექმნა
 მოსწავლეთა, პედაგოგთა და ტექნიკური პერსონალის მორიგეობის ორგანიზება;
 მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მონიტორინგის სისტემის შექმნა;
 პედაგოგთა გამოცხადების აღრიცხვა და შესაბამისი რეაგირება;
 სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
6. სკოლაში არსებული ადამიანური, პროფესიული და ტექნიკური რესურსების შესაბამისობაში მოყვანა სკოლის მიზნების მისაღწევად
 სკოლის ბრენდირება;
  საინფორმაციო ბანკის შექმნა;
  საკანცელარიო დოკუმენტაციის მოწესრიგება (საკლასო ჟურნალების, ბრძანებების წიგნის, შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვის წიგნები, პედსაბჭოს  მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის მიღებისა და გაცემის წიგნების წამოება, სხვა);
 ბიბლიოთეკის აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში;
 საგნობრივი საკლასო კაბინეტების მოწყობა და მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით
 თვალსაჩინო-სააგიტაციო მასალების მოწესრიგება.
7. სკოლა  “ფენიქსის“  თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება
8. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება
 მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადასხვა ფორმებით
9. მშობელთა ჩართულობა, მშობლებსა და ლიცეუმს შორის თანამშრომლობის გააქტიურება
 ორმხვრივი კომუნიკაცია ლიცეუმსა და მშობელს შორის;
 მშობლის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა;
 მშობელთა სათათბიროს შექმნა.
10. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება
 ტრენინგები და სემინარები;
 პედაგოგების თანამშროლობა;
 პედაგოგების თანამშროლობა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
 მასწავლებელთა მონაწილეობა სასერთიფიკაციო გამოცდებში.

 

მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი განათლების მიცემა

• ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მისი ფუნქციონირების ხარისხის შეფასება

სკოლა  “ფენიქსის“   სასწავლო გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნების, მიდრეკილებების გათვალისწინებით. სკოლის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი ძირითადი სიახლე, კერძოდ:

  საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი. (მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი _ მნიშვნელოვანია ის , თუ რა ისწავლა მოსწავლემ);
  გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები;
  სწავლა ნიშნავს არა ინფორმაციის შეძენას, არამედ ინფორმაციის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;
  სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებელის და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება. სკოლას აქვს მეტი უფლებები, შესთავაზოს განსხვავებული გზები საკუთარ მოსწავლეებს;
  მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვანია არა მარტო რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის მოხმარება.

 


სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

• მასწავლებლების მიერ თითოეულ მოსწავლეზე Oორიენტებული ინდივიდუალური საგნობრივი პროგრამების შემუშავება;

აღნიშნული პროგრამები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პედაგოგის კვალიფიკაციის შესახებ, პედაგოგის მუშაობის სტრატეგიას:
  რა უნდა ასწავლოს;
  რა მეთოდებს იყენებს;
  რა შედეგებს უნდა მიაღწიოს კონკრეტულ კლასში;
  შეფასების რა კრიტერიუმები უნდა გამოიყენოს;
  რა არის მინიმალური ბარიერი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მოსწავლეს;
  მოეთხოვება თუ არა მოსწავლეს გარკვეული ნაშრომის, პროექტის წარმოდგენა.

• შეფასების საკუთარი ფორმების შემუშავება;

სასურველია შემუშავებულ იქნას განმავითარებელი შეფასების აღრიცხვის ფორმა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მობილიზებას და აამაღლებს სწავლების ხარისხს; ცოდნის კონტროლის ფორმების ოპტიმიზაცია, გამჭვირვალეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ნდობის განმტკიცებას.

• საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია;

ახალი ტიპის გაკვეთილების დამკვიდრება, კერძოდ: ინტეგრირებული, გაკვეთილი-პრეზენტაცა, გაკვეთილები ახლი ტექნოლოგიების გამოყენებით.
დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა.

• კათედრების ფუნქციების გაძლიერება

სკოლის საგნობრივი კათედრა და, კერძოდ, მისი ხელმძღვანელი უნდა იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული საგნის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
კათედრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები:
სასკოლო გეგმისა შემუშავებაში;
ინდივიდუალური საგნობრივი გეგმების შემუშავებაში;
სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხის შემუშავებაში;
მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში;
მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში;
საგნობრივი კურიკულუმის შემუშავებაში
კათედრები და კათედრის ხელმძღვანელები უნდა ზრუნავდნენ პროფესიული განვითარების გზების დასახვაზე, ინფორმაციის დროულად და სწორად გადაცემაზე, პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობაზე, გუნდური მუშაობის პრინციპის დამკვიდრებაზე, საგნების ინტეგრირებაზე, სხვადასხვა პროექტებში, ოლიმპიადებში, პროგრამებში, კონკურსებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობაზე.
მნიშვნელოვანია კათედრების ფუნქცია სკოლის ბიუჯეტის შედგენისა და მასწავლებელთა საჭიროებების დადგენის დროს.

 

 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა

შესწავლილი უნდა იქნას მოსწავლეთა მიღწევები კლას¬ებში, (ჩატარდეს პერიოდული მონიტორინგი) ყველა საგანში, დადგინდეს, ხომ არ არის რომელიმე საგანში ჩავარდნა, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება.

 

• შიდა სასკოლო, რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა.

შიდა სასკოლო პროექტები შემუშავდება კათედრების მიერ, ეს პროექტები იქნება როგორც საგნობრივი, ჯგუფური ასევე ინტეგრირებული. ასეთი სახის მუშაობა იწვევს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთთანამშრომლობას.
სკოლა აქტიურად ჩაერთვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში;


• სადამრიგებლო პროგრამა

სკოლისათვის აუცილებელია სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება მშობელთა მიღების საათები, დამრიგებლის მუშაობის მიმართულებები და შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა.


• კლუბური და წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა

ჩამოყალიბდება ესთეტიკური აღზრდის კლუბი, სადაც ბავშვები დასაქმდებიან სხვადასხვა მიმართულებით, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  თოჯინების თეატრი;
  თეატრალური სარდაფი;
  სასკოლო სახელოსნო;
  ჩამოყალიბდება ლიტერატურულ-სადისკუსიო სალონი.

კლუბის მუშაობა წარიმართება სხვადასხვა მიმართულებით. ლიტერატურული საღამოების გამართვა, საინტერესო ფილმების ნახვა და განხილვა, ცნობილი ადამიანების სტუმრად მოწვევა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებისა და საღამოების მოწყობა.

 

 


სკოლა  “ფენიქსის“   მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება

• სკოლის დემოკრატიზაცია

მშობელთა კლუბი და პედ¬.საბ¬ჭო აქტიურად იქნებიან ჩართული სკოლის მარ-თვაში თავიანთი უფლება-მოვალეობების ფარგლებში;
მოქმედების პრინციპი დაემყარება გუნდური მუშაობის ფორმას;
მუდმივად იმუშავებს მშობელთა გამოკითხვის მექანიზმი.

 

• მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება

ხარისხზე ორიენტირებული სკოლის მნიშვნელოვანი რგოლია დირექცია. დირექციის მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული სკოლის წარმატებები და წარუმატებლობა. დირექციის მუშაობაში მთავარია გუნდურობის პრინციპი, პასუხისმგებლობების, უფლება-მოვალეობების სწორი გადანაწილება. დირექციის წარმომადგენლები უნდა გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით, კომუნიკაციისა, საქმის ორგანიზების  უნარით, უნდა გააჩნდეთ სკოლის განვითარების ხედვა, უნდა იყვნენ ინიციატივიანები, ჰქონდეთ ლიდერის თვისებები.
სკოლის მართვის საქმეში სრულფასოვნად უნდა იყვნენ ჩართული კათედრები.


უსაფრთხო, ორგანიზებული და კარგად დისციპლინირებული გარემოს შექმნა

• სკოლის ტერიტორიის დაცვა

სკოლის ტერიტორიაზე შესვლა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ერთი კარიდან. სასურველია დამონტაჟდეს ვიდეო-კამერები.
სკოლაში იმუშავებს მკაცრი აღრიცხვის ფორმები მოსწავლეთა მოძრაობასთან დაკავშირებით.

• უსაფრთხო გარემოს შექმნა

 საევაკუაციო გეგმის განთავსება შემოსასვლელში, სახანძრო სტენდის მოწყობა და მოსწავლეთა ვარჯიში ევაკუაციის პერიოდში ქცევის წესებთან დაკავშირებით.

 

მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიის დატოვების ორგანიზება

სკოლის მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიის დატოვება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც კლასის დამრიგებლის მიერ გაფრთხილებული იქნება, როგორც მშობელი, აგრეთვე, დირექციის წარმომადგენელი და ამ მოსწავლეზე დაშვებული იქნება საშვი.
მოსწავლეები სკოლას დატოვებენ დღის კალენდრით გათვალისწინებული აქტივობების ამოწურვის  შემდეგ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება

• სკოლაში სპორტული სექციების გახსნა

მოსწავლეთა ინტერესის მიხედვით ჩამოყალიბდება სხვადასხვა სპორტული სექციები.

 

სკოლაში არსებული ადამიანური, პროფესიული და ტექნიკური რესურსების შესაბამისობაში მოყვანა სკოლის მიზნების მისაღწევად

• სკოლის აკრედიტაცია

იმისათვის, რომ სკოლამ აკრედიტაცია გაიაროს, უნდა აკმაყოფილებდეს სააკრედიტაციო ნორმებს, მაგალითად:
სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცია უნდა პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
სკოლის შენობა და მატერიალურ – ტექნიკური ბაზა უნ¬და აკმაყოფილებდეს განათლების კანონით და ეროვ¬ნუ¬ლი სასწავლო გეგმით მოთხოვნილ ნორმატივებს.

 


სკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება

 სკოლის განვითარების გეგმა რომ საუკეთესოდ სრულდებოდეს, აუცილებელია სკოლაში არსებობდეს თვითშეფასებისა და მონიტორინგის მოქნილი სისტემა, რომელშიც უნდა აისახოს შემდეგი საკითხები:
– სკოლის ზოგადი მახასიათებლები;
– მოსწავლეთა, მათი ოჯახების და სხვა დაინტე¬რე¬სე¬ბუ¬ლი პირების შეხედულებები;
– მიღწევები და სტანდარტები;
– მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა;
– ხარისხის უზრუნველყოფა;
– ხელმძღვანელობა და მართვა;
– ინფრასტრუქტურა.
თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმები ხელს შეგვიწყობს პრობლემის გამოვლენაში, რათა დროულად მოხდეს მასზე რეაგირება, ყოველივე ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ სკოლის განვითარება მართლაც უწყვეტი პროცესი იქნება.


სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება

• მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადასხვა ფორმებით

კონკურსები:    

   “წლის საუკეთესო მასწავლებელი’
  “წლის საუკეთესო მოსწავლე”
  “წლის საუკეთესო კლასი”
  “წლის საუკეთესო დამრიგებელი’
  “წლის საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი”

კონკურსებისათვის “წლის საუკეთესო მოსწავლე” და “წლის საუკეთესო მასწავლებელი” _ სასწავლო წლის დასაწყისში კრიტერიუმები შემუშავდება კათედრებზე. 
კონკურსებისათვის “წლის საუკეთესო კლასი”, “წლის საუკეთესო დამრიგებელი’, “წლის საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი”, სასწავლო წლის დასაწყისში კრიტერიუმები შემუშავდება პედაგოგიურ საბჭოს მიერ.
კონკურსისათვის “წლის საუკეთესო მშობელი” სასწავლო წლის დასაწყისში კრიტერიუმები შემუშავდება დირექციის მიერ.
წახალისების ფონდი შეთანხმდება დამფუძნებელთან.
წლის ბოლოს, შემუშავებული კრიტერიუმებით კათედრების, პედაგოგიური საბჭოსა და ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი პირები დაჯილდოვდებიან სადღესასწაულო ვითარებაში.
 ერთჯერადი პრემიები გადაეცემათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისათვის.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც თავის მხრივ, ითვალისწინებენ მიწვევის ან გამარჯვების შემთხვევაში, ნაწილობრივ ან მთლიან დაფინანსებას. სკოლა ეცდება, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთოს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

 

მშობელთა ჩართულობა, მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლობის გააქტიურება

 ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის.

მშობელი აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს სკოლის ცხოვრებაში. როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უფრო მეტი მიღწევები აქვს.

• მშობლის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა.

მშობლების ჩაბმა მოხალისეთა პროგრამაში _ მშობელი ეხმარება მასწავლებლებსა და სკოლის სხვა მომსახურე პერსონალს საქმიანობის წარმართვაში.
მშობელთა კრებების ალტერნატიული ვარიანტის შემოღება _ მოსწავლის წარმატების პრეზენტაცია, როდესაც ბავშვი თავად უტარებს საკუთარ მშობელს კრებას და აცნობს თავის მიღწევებსა და პრობლემებს.

 

II. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

სკოლა  “ფენიქსის“   კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება

• სკოლაში კათედრების მიხედვით კაბინეტების მოწყობა

სკოლას უნდა ჰქონდეს ტექნიკურად კარგად აღჭურვილი კლას-კაბინეტები. ამ პროცესისათვის დამფუძნებლის მიერ მოძიებული სახსრების გარდა, აუცილებელია განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტებში გამარჯვება, არასამთავრობო სექტორებსა და ფონდებში პროექტების წარდგენა.

ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა

აუცილებელია სკოლის ბიბლიოთეკის შევსება ახალი საინტერესო ლიტერატურით, ინვენტარით.
მუდმივად უნდა დაიგეგმოს სხვადასხვა აქტივობები, რათა ბიბლიოთეკა გადაიქცეს მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად.

სამედიცინო კაბინეტის კეთილმოწყობა

სკოლისათვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს კარგად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი.

 

 


III. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება;


• ტრენინგები და სემინარები

პედაგოგებისათვის განკუთვნილი პროფესიული განვითარების პროგრამები მიზნად უნდა ისახავდეს პროფესიული კომპეტენციის ამაღლებას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან:
  საგნის ცოდნა;
  შეფასების სტრატეგიები;
  მეთოდები და სასწავლო გეგმა;
  განათლების სიტემის ეროვნული პრიორიტეტები;
  განათლების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება;
მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭიროა სკოლის თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რესურს ცენტრებთან, უნივერსიტეტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც გვთავაზობენ კვალიფიციურ დახმარებას _ ტრენინგებისა და სემინარების სახით.
სკოლა გააფორმებს ხელშეკრულებას განათლების ინსტიტუტთან, რათა შეიქმნას სპეციალური პროგრამა მასწავლებელთა პერმანენტული გადამზადებისთვის.   ასევე შემუშავდეს ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სხვადასხვა სტრატეგიები.
სკოლა დააფინანსებს ყველა მასწავლებლის გადამზადებას.


• პედაგოგების ურთიერთანამშრომლობა

სკოლის პედაგოგებს შორის მეგობრული ურთიერთობა, სკოლის შიგნით მასწავლებლების მიერ ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა, გაკვეთილებზე საქმიანი და თანამშრომლობითი დასწრება _ მეთოდი “კრიტიკული მეგობარი”, პრობლემების აღმოფხვრაზე ერთად ზრუნვა, გუნდური მუშაობის პრინციპის დამკვიდრება, გამოცდილების გაზიარება არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სხვა სკოლის პედაგოგებს შორის არის მასწავლებლების პროფესიულ განვითარების ერთ-ერთი საშუალება. ასეთი სახის მუშაობა განსაკუთრებით სასიკეთოა დამწყები პედაგოგებისათვის, რომელთათვისაც პროფესიონალი მასწავლებლების დახმარება აუცილებელი პირობაა მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.


• პედაგოგებისთვის სხვადასხვა მომსახურეობა

იმისათვის რომ პედაგოგს მუშაობის პროცესში არ შეექმნას უცხო ენისთან დაკავშირებული პრობლემა, სკოლა შესთავაზებს უცხო ენების შესასწავლას წრეების ორგანიზებით.
შესაძლებელია პროექტების წერის კულტურის ჩამოსაყალიბებლად ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება, ტექნოლოგიების დასაუფლებლად _ კომპიუტერის შემსწავლელი წრის გახსნა.


IV. სკოლა „ფენიქსის“ ფინანსური მართვა და კონტროლი

სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების და ფი¬ნან¬სური რესურსების რაციონალური ხარჯვის მონი¬ტო¬რინ¬გი
 
ასეთი სახის მონიტორინგი ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ხარჯვას და პრობლემების თავიდან აცილებას, ის ეფექტურად განხორციელდება კომპიუტერული პროგ¬რამით, რომლის საშუალებით შესაძლებელია
– დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია გასული თვეების, წლების ფინანსურ მდგომარეობაზე.
– ჩავატაროთ სტატისტიკური ანალიზი.
– ნებისმიერ დროს მივიღოთ ინფორმაცია სკოლის შემო¬სავ¬ლებსა და გასავლებზე.

დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა

სკოლის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მოძიებულ იქნას დაფინანსების დამატებითი წყაროები, ამისათვის რამდენიმე სამიზნე ჯგუფი არსებობს:
– საქველმოქმედო ფონდები და მეცენატები;
– სხვადასხვა გრანტების მისაღებად გამოცხადებული კონ¬კურსები;
– ბიზნესმენები, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის რეკლამირების მიზნით მზად არიან დააფინანსონ სკოლის ესა თუ ის პროგრამა.
– 
შემოსავლების და ხარჯების სრული გამჭირვალობა

სკოლაში ყველა ფინანსური ოპერაცია ჩატარდება ბან¬კის საშუალებით.
თანამშრომლებს ხელფასები დაერიცხებათ ელექ¬ტრო¬ნულ ბარათებზე.


V. სკოლის კომპიუტერიზაცია

სკოლის საკანცელარიო საქმის კომპიუტერზაცია

– სკოლაში ერთიანი ქსელის შექმნა;
– სკოლის მონაცემთა ბაზის და პირადი საქმეების ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება;
–  ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალური კომპიუტერის შეძენა.


VI. სკოლის პარტნიორული ურთიერთობები

•  პარტნიორულ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის განვითარებისთვის; პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პარტნიორობა სკოლის შიგნით; პარტნიორობა საჭიროა ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის დროს. ერთად უნდა მოხდეს როგორც პრობლემის გადაჭრა, ასევე დასახული მიზნის მიღწევა.
• Pპარტნიორობა საჭიროა სხვადასხვა ორგანიზაციებთან; სკოლა რომ გახდეს კონკურენტუნარიანი, საჭიროა სხვადასხვა ორგანიზაციების დაინტერესება, ამაში სკოლის წარმატებით ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

• თემთან;
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
• სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
• სხვა მეზობელ სკოლებთან;
• კერძო პირებთან და კომერციულ ორგანიზაციებთან